ვოლოდიმირ ზელენსკი – ვისაც მოლაპარაკებები სურს, მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით თავს განზრახ არ ესხმის

ვისაც მოლაპარაკებები სურს, მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით თავს განზრახ არ ესხმის. იმისათვის, რომ ვაიძულოთ შეაჩეროს თავდასხმები, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კოლექტიური ძალა მსოფლიოსგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, რომელსაც იმსახურებს და სამართლიანი და საიმედო მშვიდობისთვის.
„გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ რუსეთი ამას არ აკეთებს და აგრძელებს საჰაერო ტერორს: გასული კვირის განმავლობაში, 1 050-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1 300-მდე საჰაერო ბომბი და 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს უკრაინაში ქალაქების გასანადგურებლად და ადამიანების დასახოცად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მისი არმიის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები შეუძლებელს გახდის რუსული აგრესიის დაბრუნებას. „ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, – დასძინა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ მიამატოთ – „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, სიტყვის მასალად მიყენებთ

ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე – წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში