კრემლმა კომენტარი გააკეთა თეთრ სახლში ტრამპთან და ვენსთან ზელენსკის შელაპარაკებაზე

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა იმაზე, რაც მოხდა პარასკევს ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვედრისას -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან. მისი თქმით, ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქმის კურსშია.
შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა პუტინს თეთრ სახლში მომხდარ შელაპარაკებაზე, პესკოვმა თქვა, რომ მან „მომხდარი ცნობად იღო“.
„პარასკევს თეთრ სახლში მომხდარმა უთუოდ ნათელყო, რამდენად რთული იქნება უკრაინის გარშემო დარეგულირების ტერიტორიაზე გასვლა. ს რეჟიმსა და ზელენსკის არ სურთ მშვიდობა, მათ ომის გაგრძელება სურთ,“ თქვა პესკოვმა.
როგორც BBC შენიშნავს, კიევი აცხადებს, რომ მას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს აგრესიის მსხვერპლს და არა აგრესორს რუსეთისა და პუტინის სახით.
თავად ვაშინგტონში მომხდარი შელაპარაკების თაობაზე კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ზელენსკიმ დიდწილად „დიპლომატიური უნარების სრული არქონა“ გამოავლინა.
პესკოვის თქმით, ახლა „ვიღაცას მოუწევს განსაკუთრებული ძალისხმევა ვაშინგტონთან დიალოგის თვალსაზრისით, რათა როგორმე გაანელოს, ალბათ, უსიამოვნო გრძნობა, რომელიც უეჭველად დარჩა თეთრ სახლში ზელენსკისთან ურთიერთობის შემდეგ,“ დასძინა მან.
28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპს შორის ცხარე კამათი გაიმართა. ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ხელი მოეწერათ იშვიათ მიწათა ლითონების შესახებ შეთანხმებისთვის. დოკუმენტს საბოლოოდ ხელი არ მოეწერა.
შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ზელენსკი შეერთებული შტატების უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „შეიძლება მაშინ დაბრუნდეს, როცა ის ნამდვილად იქნება მზად მშვიდობისთვის“.