თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები – კახა კალაძე

თბილისის მერი ხელახალი საპარლამენტო ს ჩატარებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში ჩატარდება.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100 %-ით. რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ.
რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, 2028 წელს. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაც გამოდის რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება, ყველა აქვს უფლება, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება. მთავარია, ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი და გამართული შეხვედრების შედეგები, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს და პერსპექტივას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ხელოვნურად შექმნილი წინაღობების გამო შეუძლებელი იყო

ქუჩის აქციით გაზომილი რეიტინგები ოპოზიციის სასარგებლო არაა ამჟამად. რუსთაველზე შენარჩუნებული აქციის მცირე მასშტაბები მთელი საქართველოს განწყობილებების გამოხატულებად ვერ ჩაითვლება