ევროპული საბჭოს სამიტი 1-ელ თებერვალს გაიმართება

2024 წლის 1-ელ თებერვალს ევროპული საბჭოს სპეციალური სამიტი გაიმართება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1-ელ თებერვალს გასამართ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის ბიუჯეტის შუალედური გადასინჯვის, მათ შორის უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო