აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს იმაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ფიქრია.
„ნაკლები დრო უნდა დავხარჯოთ პუტინზე ფიქრისთვის და მეტი დრო დავუთმოთ ფიქრს მოძალადე მიგრანტებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან შემოდიან, რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
