„ჩაბნელებული 90-იანი წლები იყო, ორსულად ვიყავი, ანდერ ლუისმა რომ მითხრა, ამერიკაში ჩემთან წამოდიო, მაშინ შეყვარებული ვიყავი და ჩემი ქმარი, როგორ დავტოვო-მეთქი“ – რას იხსენებს ეკვა კვალიაშვილი – Marao
მომღერალი ეკა კვალიაშვილი “კულინარიული დუელის” სტუმარი იყო. გადაცემაში ეკა წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბროს და იმ თემებს ეხება, რასაც ყველაზე მეტად ნანობს:
„შევცვლიდი მხოლოდ ერთს. ანდერ ლუისმა რომ მითხრა, ამერიკაში წამოდიო, წავიდოდი. მაშინ შეყვარებული ვიყავი და არა, ჩემი ქმარი, როგორ დავტოვო მეთქი. ჩაბნელებული 90-იანი წლები იყო, ორსულად ვიყავი. რა მითხრა იცი ანდერ ლუისმა? ჩემი მეექვსე შვილი იქნებიო..
რასაც აირჩევ, ისე წავა შენი ცხოვრება“, – განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მოღერლას ქვეყნიდან წასვლაზე აქამდეც არაერთხელ უსაუბრია:
“აქედან უნდა წავიდე! მეტი აღარ შემიძლია… 200 0000000 პროექტი და იდეა მაქვს, მაქვს ნიჭი, მაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გავაკეთო ჩემი საქმე, გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის?
არაა, მე ჩემს სიტყვას ვიტყვი, სხვაგან… და მერე გახდება სანატრელი ეკა! უი, უი, ეს მოღალატეოო, აქ რას მიკეთებდაო, ხოდა, არაფერს, ვერაფერს, აქაურ მენტალიტეტს კარგად ვიცნობ, ამიტომ წავედი, თავს უნდა მივხედო, – სამშობლო დედის ძუძუი-ო, აღარაა დედაჩემი ცოცხალი, შესაბამისად, გერი გამოვდექი, ხოდა, სადაც დამაფასებს სამყარო, იქ ვიცხოვრებ“! – წერს ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.
მე, გარდა იმისა, რომ პროექტები, ნიჭი და შესაძლებლობები მაქვს, რომ ეს პატარა მასშტაბები და სამყარო გავზარდო, რომელიც უკვე ძალიან პატარაა. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს აქაურობის მიმართ, მაგრამ შეუძლებელია უკვე აქ ცხოვრება. წლები გადის და შემიძლია უფრო დიდი გამოწვევები მივიღო, ჩემი პროექტები ძალიან მოეწონათ რამდენიმე ევროპის ქვეყანაში.
შეიძლება მთავარია, რომ ამ წამს არც მაწვიმს და არც მათოვს და ამისთვის მადლობა, მაგრამ ხომ შეიძლება, როგორც გამოჩენილი ადამიანი, დაფასებული ვიყო? ხალხს ჰგონია, რომ ძალიან ადვილია სცენაზე გამოსვლა და დადებითი ემოციების მიღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ხანდახან არ იცი, მეორე დღეს საჭმელი გექნება თუ არა… რომელი დაავადების მორჩენაზე უნდა იყოს საუბარი, როცა სტრესს სტრესი ემატება“, – ამბობდა მომღერალი.