პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 3 მარტის სხდომაზე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” პროექტს განიხილავს. განხილვა პირველი მოსმენით გაიმართება.
პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია -ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანია.
პროექტის ინიცირებისას პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ქართულენოვანი თარგმანი სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს და პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა.
კანონპროექტით ძირითადად შემდეგი საკითხები წესრიგდება:
. უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
. სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;
. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;
. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;
. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;
უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” ინიციატორები “ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” დეპუტატები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ