აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის წიაღისეულის შეთანხმებას ხელი მოაწეროს

უკრაინის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ წიაღისეულის შეთანხნებაზე ხელმოსაწერად მზად არის.
“თუ ჩვენ შევთანხმდით წიაღისეულის ხელშეკრულებაზე, ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ მას.
შეთანხმება, რომელიც მაგიდაზეა, გაფორმდება, თუ მხარეები მზად იქნებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ BBC-ის კითხვაზე.
ოვალურ კაბინეტში მომხდართან დაკავშირებით ზელენსკის ბოდიში არ მოუხდია, თუმცა განაცხადა, რომ რომ „არ იყო სწორი“ ასეთი მოლაპარაკებების სრულად ღიად გამართვა, რადგან „მტრებს შეუძლიათ ისარგებლონ“ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით.
ასევე ზელენსკიმ თქვა, რომ არ სურს ოვალურ კაბინეტში კამათზე საუბარი, სამაგიეროდ, ორიენტირებულია მომავალზე, “კონსტრუქციულ” მოლაპარაკებებზე გადასვლაზე.
”თუ ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები, დადებითი შედეგი დადგება” , – აღნიშნა მან.
მისი თქმით, არასოდეს უფიქრია ვინმეს „შეურაცხყოფა“ და ყოველთვის იყო ორიენტირებული ორპარტიულ მოლაპარაკებებზე -ში ყველა მხარესთან.
ასევე, ზელენსკის თქმით, არ სურს, რომ ომი ახალი კუთხით იყოს წარმოდგენილი, რომ “ომში ორი მხარეა და ბუნდოვანია ვინ არის აგრესორი“.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია