უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონის სამიტი “უკრაინას და ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს” მიეძღვნა და “ერთობლივ ძალას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი”.
ზელენსკის თქმით, ევროპა ერთად მუშაობს, რათა დამყარდეს მყარი საფუძველი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად.
ზელენსკის თქმით, მზადდება მნიშვნელოვანი შეხვედრები და გადაწყვეტილებები.
“ჩვენ ვგრძნობთ ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის, ჩვენი ხალხის, როგორც ჯარისკაცების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ, ერთად ვმუშაობთ ევროპაში, რათა შევქმნათ მყარი საფუძველი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად.
ევროპის ერთიანობა განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა, ისეთი, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა.
ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინის სამართლიანი მშვიდობის პირობებს. უახლოეს მომავალში მზადდება მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების სერია.
მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის ძალისხმევისთვის, უკრაინაში სტაბილური და გარანტირებული მშვიდობის დამყარებისკენ. ერთობლივ ძალას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი”, – აღნიშნავს ზელენსკი “ფეისბუქზე”.
