ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა 4 მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაასახელა, რომელზეც შეთანხმდნენ.
მისი თქმით, ესენია:
· ომის მიმდინარეობისას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა;
· ნებისმიერმა განგრძობადმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნებისმიერ მაგიდასთან;
· სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები მიზნად დაისახავენ, შეაკავონ რუსეთის მიერ მომავალში უკრაინაში შეჭრა;
· იქნება “მსურველთა კოალიცია”, რომელიც დაიცავს უკრაინას და იქნება ქვეყანაში მშვიდობის გარანტი”.
“ჩვენ დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზე ვართ… ეს არ არის მეტი საუბრის მომენტი – დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის” – თქვა სტარმერმა.
