ბექა კობახიძე: ზელენსკის გამარჯვება იქნება პირველი რესპუბლიკის, გამსახურდიას და მომავალი საქართველოს გამარჯვებაც

“კაკო ასათიანი იგონებდა, 1991 წელს ვაშინგტონში რომ ჩავედით, რეიგანი ვნახეთ და ასე გვითხრა, გორბაჩოვი კაი კაცია და წიხლს ნუ აჭერთო. იმავე პერიოდში მამა ბუშმა მოსცხო “კიევური ქათმის სიტყვა”. -ს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები არ უჭერდნენ მხარს სსრკ-ს დაშლას, მათ ეს აშინებდათ. მათ უფრო ამ დიდი სივრცის დემოკრატიული ტრანსფორმაცია უნდოდათ. შემდეგ იყო ბუშის კომენტარი, რომ გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიდისო. რას გულისხმობდა ის? გამსახურდიას არც სსრკ უნდოდა და არც რეფორმირებული სსრკ დსთ-ს სახით. ამ დროს ამერიკის ადმინისტრაცია “დემოკრატიზებულ” რუსეთთან ფლირტაობდა, ადგილზე იყო გორბაჩოვი, ხოლო ჰორიზონტზე “კიდევ უფრო დემოკრატიული” ელცინი. გამსახურდია ამ ორივეს წინააღმდეგ აჯანყდა, არ ჩაჯდა სქემაში და დაისაჯა. ცხადია, გამსახურდიასა და მასთან ერთად საქართველოს ბედ-იღბალში მხოლოდ საგარეო ფაქტორებს ვერ დავადანაშაულებთ, შიგნითაც ბევრი სიგიჟე ვაკეთეთ. თუმცა, საგარეო პოლიტიკური მოცემულობა იყო ასეთი.
შემდეგ მოვიდა შევარდნაძე, დაიწყო ს ომი, რომელშიც დიდწილად გვეომებოდა. შევარდნაძე პირზე კოცნით იცნობდა ამერიკის სახელმწიფო მდივან ბეიკერს და პრეზოდენტ ბუშსაც, მაგრამ ისინი აფხაზეთის საკითხში არ ჩარეულან. მეორე მხარეს იყო “დემოკრატი” ელცინი, რუსეთის დემოკრატიზაციის პერსპექტივა, ფუკუიამას თეორია და ერთცახე საქართველოს გულისთვის, თუნდაც შევარდნაძესთან პირადი მეგობრობის გამო, ელცინთან ურთიერთობას არავინ გაიფუჭებდა.
მოკლედ, 1991-1992 წლების “საქართველოს აჯანყება” დიდი სახელმწიფოების მიერ შექმნილი გავლენათა სფეროების წინააღმდეგ დამარცხდა და დამარცხებული საქართველო 1994 წელს შევარდნაძემ შეათრია დსთ-ში.
რუსეთთან ეს დაახლოება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1995 წელს შევარდნაძე რუსებმა ააფეთქეს, მას არაფერი მისცეს, შემდეგ თავად რუსეთი ჩამოემხო ჩეჩნეთის ომსა და ეკონომიკურ დეფოლტში, ხოლო შევარდნაძემ საჭე დასავლეთისკენ აუხვია.
1938 წელს ბენეში არ აჯანყდა და მიიღო დიდი სახელმწიფოების მიერ თავსმოხვეული ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია.
2022 წელს არ აჯანყდა ივანიშვილი და ვხედავთ საითაც მივდივართ. კაცმა არ იცის რა უბედურებამდე მიგვიყვანენ.
2022 წელს ზელენსკი აჯანყდა, მან ხელი არ მოაწერა რუსეთის წინაშე კაპიტულაციას, დესუვერენიზაციას. ზელენსკი 2025 წელს აჯანყდა ამერიკის წინააღმდეგაც. მისი მკაფიო ხედვაა, რომ დასავლური (ტრამპის) თუ აღმოსავლური (პუტინის) იმპერიალიზმის წინაშე დაშოშმინების პოლიტიკას არ გაატარებს. დიახ, როგორც ბუში ეტრფოდა 1991 წელს გორბაჩოვსა და ელცინს, ესწრაფვოდა მათთან მეგობრობას, ახლა ტრამპი რუსეთთან დაახლოებას ცდილობს ვაჭრობისა და მისი ჩინური პოლიტიკის კონტექსტში. ზელენსკი ისევე უშლის ხელს ამ rapprochement-ს, როგორც გამსახურდია უშლიდა 1991 წელს. თუმცა, ახლა გარემოება ბევრად ცინიკურია, რადგან პუტინთან შედარებით გორბაჩოვი და ელცინი მართლა დემოკრატები იყვნენ.
ზელენსკი აჯანყდა ამ გარიგების წინააღმდეგ და რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით, – წარმატებულადაც. პატარა ქვეყნის ასეთ აჯანყებას გლობალური იმპერიალიზმის, გავლენათა სფეროების წინააღმდეგ ჯერ არ გაუმარჯვია და ზელენსკის აქვს შანსი იყოს პირველი, რადგან მის გვერდით არის დიდი უკრაინელი ხალხი და მის გვერდითაა ევროპა. ზელენსკის გამარჯვება მხოლოდ მისი გამარჯვება არ იქნება. ეს იქნება ყველა პატარა ერის გამარჯვება იმპერიალიზმის წინააღმდეგ, ეს იქნება ისტორიის ცვლილება. ზელენსკის გამარჯვება იქნება პირველი რესპუბლიკის, გამსახურდიას და მომავალი საქართველოს გამარჯვებაც.
ოოო, როგორი გულსარიელნი არიან ის ეთნიკური ქართველები, ვინც უკრაინის ამ “აჯანყების” მარცხს გულშემატკივრობენ! სტალინ-ორჯონიკიძეობა და იგორ გიორგაძეობაა დღეს ეს.
დიდმა სახელმწიფოებმა ვერ უნდა გაიყონ პატარების ტერიტორიები, მათ ერ-რიადში, მიუნხენში, მოსკოვში, ყარსში, პოტსდამში თუ სხვაგან ვერ უნდა მოილაპარაკონ პატარებზე პატარების გარეშე, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა დარჩეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპად. აი, ამისთვის იბრძვის ზელენსკი!” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა .