UK და საფრანგეთი იმუშავებს უკრაინასთან ომის დასრულების გეგმაზე, შემდეგ განვიხილავთ აშშ-სთან – სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები იმუშავებენ ში ომის დასრულების გეგმაზე, შემდეგ კი მას -სთან განიხილავენ. სტარმერის თქმით, ამაზე უკვე შეთანხმდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან. თუმცა, ვარაუდობს, რომ პროცესში შესაძლოა კიდევ ერთი ან ორი ქვეყანა ჩაერთოს.
მისი თქმით, ამაზე შეთანხმდა მაკრონთან, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და თავად უკრაინის პრეზდენტთან, სთან საუბრის შემდეგ.
“შევთანხმდით, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შესაძლოა, კიდევ 1-2 ქვეყანა იმუშავებს უკრაინასთან ბრძოლის შეწყვეტის გეგმაზე და შემდეგ, ამ გეგმას განვიხილავთ აშშ-სთან. ასე რომ, პარასკევ საღამოს სატელეფონო საუბრები [ტრამპთან და ზელენსკისთან], გუშინდელი შეხვედრა [ზელენსკისთან] და განმეორებითი საუბრები [ტრამპთან და მაკრონთან], მე ვფიქრობ, სწორი მიმართულებით წაგვიყვანს. არავის უნდოდა იმის ნახვა რაც მოხდა პარასკევს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვფოკუსირდეთ მთავარზე, რაც არის გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში. არავის უნდა უფრო მეტი სისხლისღვრა”, – განაცხადა სტარმერმა BBC-სთან ინტერვიუში.
კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა მას თეთრ სახლში, ზელენსკი-ტრამპის დაპირისპირების ნახვისას, თქვა, რომ ის არაკომფორტულად გრძნობდა თავს და ამის ნახვა არავის სურდა. თუმცა, ამის შემდეგ, გადაწყვიტა გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები, რათა დისკუსია მთავარი მიზნიდან – უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევიდან სხვა საკითხებზე არ გადასულიყო. მან თქვა რომ დაურეკა პრეზიდენტ ტრამპს, ასევე ზელენსკის, რომელიც ლონდონში ევროპის უსაფრთხოების შესახებ სამიტზე პირადად მიიწვია. გუშინ, 1-ელ მარტს ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მან დაურეკა მაკრონს და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ომის დასრულების გეგმაზე ერთობლივად იმუშავებდნენ.
ამ შეთანხმების შესახებ მეტი დეტალი, სავარაუდოდ, სამიტზე გახდება ცნობილი, რომელიც რამდენიმე საათში, ლონდონში დაიწყება. ღონისძიებას სწორედ ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მასპინძლობს და მასში მონაწილეობას მიიღებს კანადისა და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები. მართალია, ამ დრომდე არ გაჟღერებულა ინფორმაცია სამიტზე აშშ-ს წარმომადგენლობის შესახებ, მაგრამ სტარმერი აცხადებს, რომ ის დარწმუნებულია ტრამპის მოტივაციაში.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [ტრამპს] უნდა გრძელვადიანი მშვიდობა და ბრძოლის დასრულება უკრაინაში. ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის მისი მოტივია. მე ვეთანხმები ამას, პრეზიდენტი ზელენსკიც ეთანხმება, ყველა ეთანხმება პუტინის გარდა. საბოლოოდ, ეს არის ყველაზე მთავარი”, – განაცხადა სტარმერმა.
ვაშინგტონში, ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმების განსახილველად ჩასულმა ზელენსკიმ, ტრამპთან მწვავე კამათის შემდეგ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა. ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მზად არ არის. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
This is about peace in Europe and the best outcome for Ukraine. That’s what I’m focused on. pic.twitter.com/bXBDftWeR6 — Keir Starmer (@Keir_Starmer) March 2, 2025