სამი მთავარი გზავნილი NATO-ს გენერალური მდივნისა და UK პრემიერის შეხვედრიდან

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ლონდონის სამიტის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან სამი ძირითადი გზავნილი გააჟღერა
· მხარდაჭერა ს დღეს. ყველა ევროპელმა უფრო მეტი უნდა გაიღოს ამისთვის;
· ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაზე შეთანხმება და ეს [მოლაპარაკებები] უნდა გაგრძელდეს. ევროპა ნამდვილად წინ მიიწევს ამ მიმართულებით;
· NATO-ს ძლიერების შესანარჩუნებლად ევროპა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს.
Very positive heading into today’s meeting in London. Three key points:
1. Support Ukraine today. All in Europe will need to give more
2. We all want a peace deal, and it has to last. Europe is really stepping up here
3. To keep NATO strong, Europe will increase defence spending pic.twitter.com/ZMLu3ncXM2 — Mark Rutte (@SecGenNATO) March 2, 2025
სამიტის დაწყებამდე განცხადება გააკეთა მასპინძელმა, კირ სტარმერმაც. კონკრეტულად, მან თქვა, რომ ევროპის ქვეყნები იმუშავებენ უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, შემდეგ კი მას -სთან განიხილავენ. სტარმერის თქმით, ამაზე უკვე შეთანხმდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან. თუმცა, ვარაუდობს, რომ პროცესში შესაძლოა კიდევ ერთი ან ორი ქვეყანა ჩაერთოს.
დღეს, 2 მარტს, უკრაინაში ს ომის შესახებ სამიტი გაიმართება. ღონისძიებაში კანადისა და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები იღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მასპინძლობს. სწორედ სტარმერს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში მისი და აშშ-ს პრეზიდენტის, ს შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.
კამათის შემდეგ, ზელენსკიმ თეთრის სახლის დაგეგმილზე ადრე დატოვა, ტრამპმა კი განაცხადა, რომ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მზად არ არის. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს განიხილავს.