ჯასტინ ტრუდო – ვიმყოფები ლონდონში, ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს.
„ვიმყოფები ლონდონში, ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ მინისტრ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, – წერს ჯასტინ ტრუდო სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ჯასტინ ტრუდო გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, რომელზეც უკრაინის საკითხს განიხილავენ. ამ წუთებში ლიდერები სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება