Rail Baltic-ის სარკინიგზო პროექტი, მას სხვანაირად საუკუნის პროექტსაც უწოდებენ, რომლის საშუალებით ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის სივრცეს ნაბიჯ – ნაბიჯ დაუკავშირდებიან, მიუხედავად რუსეთის მრავალჯერადი მცდელობისა დაემუხრუჭებინა პროექტის განვითარება, რეალურად კი, ამ პროექტის ამოქმედებით ბალტიის ქვეყნებს შეექმნებად ალტერნატივა, დააღწიონ ბოლო 30 წელიწადში რუსეთის მიერ მათი სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირებისკენ მიმართულ პოლიტიკას.
Rail Baltica – წარმოადგენს უმსხვილეს რეგიონალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურულ პროექტს. რომელიც დააკავშრებს ვარშავას, კაუნასს, ვილნიუს, რიგას და ტალინს.
პროექტის ტენიკური პარამეტრებიდან გამოსაყოფია – ევროპული სიგანის ორლიანდაგიანი რკინიგზა, სრულად ელექტროფიცირებული იქნება. სამშენებლო პერიოდი 10 წელიწადს შეადგენს, განკუთვნილია როგორც სამგზავრო ისე სატვირთო მოძრაობისათვის, სამგზავრო მოძრაობის სიჩქარე 249 კმ სთ ია, სატვირთო მოძრაობის – 120 კმ სთ.
Rail Baltica ს პროექტის დასრულება 2030 წლისათვისაა ნავარააუდევი, გამორიცხული არ არის, რომ ვადამ 2033 წლისთვის გადაიწიოს.
ბალტიის სამი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზის სიგრძე 870 კმ ია, აქედან ლიტვის ტერიტორიაზე გაივლის 392 კმ, ლატვიის – 265 კმ ხოლო ესტონეთის – 213 კმ.
რაც შეეხება დაფინანსებას, პროექტი ბალტიის ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტების და EU ს Connecting Europe Facility (CEF) ფონდის დახმარებით ხორციელდება. პროექტის ღირებულების 85% ევროკავშირი აფინანსებს.
ევროკავშირიდან პროექტმა უკვე მიიღო 4 მილიარდი ევროს დაფინანსება. დანახარჯების და ინფლაციის გათვალისწინებით პროექტის თავდაპირველი ღირებულება რომელიც 2017 წლის ფინანსური ანალიზის მიხედვით 5.8 მილიარდ ევროს შეადგენდა, მნიშვნელოვნად გაიზრდება და 23.8 მილიარდ ევროს მიაღწევს, მათ შორის პირველი რიგის სამუშაოებზე 15.3 მილიარი ევროა გათვალისწინებული.
პროექტის ასეთი გაძვირება წარმოადგენს დამაბრკოლებლივ ფაქტორს, რადგანაც ფინანსური ამონაგები დათვლილია თავდაპირველ ინვესტიაზე.
რუსეთი ოსტატურად იყენებს პროექტის გაძვირებას და ხშირად ადგილობრივ მოსახლეობაზე ზემოქმედებს პროექტის არაეფეტურობით და გამოყოფილი თანხების გახარჯვის არამიზნობრიობით. მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, პროექტის განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს.
რუსეთი Rail Baltic ის პროექტს ერთმნიშვნელოვნად განიხილავს, როგორც ნატოს რუსეთზე აგრესიის ფაქტორად, რადგანაც იგი თვლის, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ადვილად შესაძლებელი იქნება ევროპის ცენტრალური ნაწილიდან, რუსეთის საზღვრებამდე ჯარების და სამხედრო ტექნიკის გადმოსროლა.
რუსეთისთვის დამატებით გამაღიზიანებელ ფაქტორს, ფინეთის როგორც Rail Baltica ს პროეტის საწყისი ქვეყნის განცხადება წარმოადგენს, ნატოსთან ინტეგრაციის და სამხედრო მობილობის გაუმჯობესების მიზნით, ფინეთი განიხილავს, არსებული 1520 მმ-დან 1435 მმ-ზე ლიანდის სტანდარტზე გადასვლას.
მიუხედავად, ბალტიის ქვეყნების ბიუჯეტში ფინანსური პრობლემებისა, Rail Baltica ის პროექტი 2025 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა, ბალტიის ქვეყნების ევროკავშირის სარკინიგზო ქსელთან დაჩქარებული ტემპით დაკავშირების მიზნით Connecting Europe Facility (CEF) პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 325 მლნ ევროს ფინანსური სახსრების მშენებლობის სტადიაზე, ძირითადად მიწის ვაკისის ასაგებად მიმართვაა გათვალისწინებული.
2024 წელს ბალტიის სამივე ქვეყანაში სამუშაოებმა მნიშვნელოვნად წინ წაიწიეს, ესტონეთში დაკონტრაქტებულია ლიანდაგის 74 კმ დაგება, 33 კმ ზე გამოცხადებულია ტენდერები. ლატვიაში 228 კმ ზე მიღწეულია მშენებლობაზე შეთანხმება. ლიტვაში 46 კმ ზე მიმდინარეობს მშენებლობა, 12 კმ ზე გამოცხადებულია ტენდერი.
საერთო ჯამში, 2025 წლის ბოლოს Rail Baltica ის პროექტის 43 %, ძირითადად ლიანდაგის დასაგებად განკუთვნილი მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები მომზადებული იქნება (იხ. ცალკეულ უბნეზე პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო მასალა).
დასკვნის სახით – მიუხედავათ რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობისა, ევროკავშირთან დამაკავშირებელი ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე გამავალი Rail Baltic ის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
წყარო: transcor.ge
