,,ნაცმოძრაობა” სასულიერო პირებს “ტოიოტას” ჯიპებს ძალდატანებით ურიგებდაო” – მეგი გოცირიძე

ნაცმოძრაობის წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,აქლემი ნანა კაკაბაძე – “ნაცმოძრაობა” სასულიერო პირებს “ტოიოტას” ჯიპებს ძალდატანებით ურიგებდა !
————–
არა , ნანაჯან- გენცვა, კარგად არ გცოდნია, განა მარტო ძალდატანებით ვურიგებდით, როცა გვიძალიანდებოდნენ , გასაღებებს არ გვართმევდნენ და არ ჯდებოდნენ, ცოცხით ვცემდით, ანაფორას ვახევდით, წვერს ვპარსავდით, ჯორის კუდზე ვაბამდით , უკუნითი-უკუნისამდე ვათრევდით , გზა და გზა სისხლი რომ სდიოდათ, იმას ვსვამდით პეშვით
—-
პ.ს. რადგან ეკლესიას ეშმაკები შეესივნენ, ჟურნალისტებს
სატანას მსახურებად გვასაღებენ, ფეისბუკში ცოდვებს ვინანიებთ, შენდობასა და მიტევებას ვითხოვთ, ბარემ მეტანიის სმაილებიც გაგვიჩითოს ცუკერამ , აღარც ეკლესიაში წასვლა დაგვჭირდება , წესსაც აქვე ავუგებთ მიცვალებულებს
და აღარც სკამაოების შეწუხება მოგვიწევს , რომლებიც
ჯორების ნაცვლად “ულაყ ბრაბუსები”-თა და “ფაშატ პიცოტკებით” გადაადგილდებიან
კინაღამ დამავიწყდა, აი იმ “მამაოს ” – ის ცნობილი “ბენტლი”-იც მიშამ გამოუგზავნა უკრაინიდან , უარს თუ იტყვი ანათემას გადაგცემო შემოუთვალა და ამასაც რა უნდა ექნა, ჩაჯდა და ასე ძალდატანებით დაჰქრის ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე იიიშ …”

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს