უკრაინამ და ბრიტანეთმა £2.6 მილიარდიანი თავდაცვის ხელშეკრულება გააფორმეს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის 2.6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს – შესაბამისი ხელშეკრულება ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერის შეხვედრისას გაფორმდა.
“დღეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარი) გადაცემის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ონლაინ ფორმატში შედგა, მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
სახსრები “დიდი შვიდეულის” ქვეყნების Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (ERA) მექანიზმის ნაწილია, რისი მთლიანი მოცულობაც 50 მილიარდი დოლარია. კრედიტი დაიფარება სამომავლო შემოსავლებით, რომლებიც მიღებული იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან,” – ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება