ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკისთან მოლაპარაკებებამდე უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა. სტარმერის თქმით, ლონდონი უკრაინას “იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭიროა”, – იუწყება BBC.

ზელენსკი ლონდონში პარასკევს ვაშინგტონში, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა. -ის პრეზიდენტთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ უკრაინას რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი.
სტარმერსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთმა უკრაინისთვის 2.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (3.2 მილიარდი დოლარი) ოდენობით ახალი სესხი დაამტკიცა.

კვირას ზელენსკი შეხვდება ბრიტანეთის მონარქ ჩარლზ მესამეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება