კიტეიშვილი კაშიასა და კანკავას წინააღმდეგ – კონფერენსლიგის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის პლეი-ოფების წილისყრა გაიმართა. გიორგი მიქაუტაძის “აიაქსი” “ბოდო გლიმტს” შეხვდება, ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” კი კაშიასა და კანკავას “სლოვანს” დაუპირისპირდება. დანარჩენი გუნდები ასე დაწყვილდნენ:
სერვეტი – ლუდოგორეცი
როიალ უნიონი – აინტრახტი
ბეტისი – ზაგრების დინამო
ოლიმპიაკოსი – ფერენცვაროში
მიოლდე – ლეგია
ჰაიფა მაქაბი – გენტი