Reuters – ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გართულების შემდეგ რომის პაპმა ღამე მშვიდად გაატარა

ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გართულების შემდეგ რომის პაპმა ღამე მშვიდად გაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს ცნობით, პარასკევს საღამოს 88 წლის რომის პაპს, „იზოლირებული რესპირაციული კრიზისი“ ჰქონდა, რის გამოც არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია გახდა საჭირო.
„ღამემ მშვიდად ჩაიარა, პაპი ისვენებს“, – განაცხადა ვატიკანმა.
შეგახსენებთ, ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირაციული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.