უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 154 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 103 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 51 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, ოდესის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასისა და ს ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, რასაც ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება