აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო ს მეორე ტური იმართება

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო ს მეორე ტური იმართება.
მეორე ტური დე ფაქტო სახელისუფლებო წარმომადგენლის, ბადრა გუნბასა და მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს, ადგურ არძინბას შორის იმართება.
პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ბადრა გუნბამ ხმების დაახლოებით 46%, ადგურ არძინბამ კი 37% მოიპოვა. ხმების დანარჩენი წილი კი სხვა სამ კანდიდატს შორის გადანაწილდა.
დე ფაქტო არჩევნების გამართვამდე, ადგილობრივი ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, დიდი უპირატესობა ექნება ოპოზიციის კანდიდატს, რადგან დანარჩენი სამი კანდიდატის მხარდამჭერები სწორედ მას მისცემენ ხმას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას