მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე „ნიღაბი 2023“ თსსუ-ის თეატრის “ჰიგია” სპექტაკლმა 6 ნომინაციაში გაიმარჯვა

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე „ნიღაბი – 2023“, რომელსაც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „თეატრალური დარბაზი“ მასპინძლობს, თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრის – “ჰიგია” სპექტაკლმა “ოსვენციმი” 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.
სპეციალური ჯილდოები გადაეცათ თსსუ-ის თეატრის მსახიობებს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს:
ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში – ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი;
ბახვა გელაშვილს ნომინაციაში – მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი;
სალი ხუტაშვილს ნომინაციაში – ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი;
გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში – „ნიღაბი 2023“-ის აღმოჩენა;
ქ. თბილისის მერიის რჩეული გახდა მოლინა იოსელიანი, ხოლო „გოგი თოდაძის საპატიო პრიზი“ გადაეცა – დუდუ მოდებაძეს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, 12 დეკემბერს თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ წარმოადგინა სპექტაკლი „ოსვენციმი“. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პიესა სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრის ,,ჰიგია“ დამაარსებელმა – ნათია გუჯაბიძემ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ მაყურებლისთვის და ჟიურის წევრებისთვისაც, სცენაზე გაცოცხლებული წარსული განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. სპექტაკლის დიალოგების ტექსტის ავტორი არის თსსუ-ის სტუდენტი დუდუ მოდებაძე, მხატვარი – თსსუ-ის სტუდენტი ხვიჩა სებუა, სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმეს თსსუ-ის სტუდენტებმა გიორგი სანიკიძემ და სოფიო ცინცაძემ, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი გახლდათ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა გამარჯვებულს ულოცავს შემოქმედებით სფეროში მიღწეულ წარმატებას! ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.