მედვედევი: ზელენსკის თეთრ სახლში “ძლიერი სილა გააწნეს”

რუსეთის ექსპრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის “ძლიერი სილა გააწნა” -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მედვედევის განცხადების ფონია რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ზოგადი დადებითი გამოხმაურება თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარ მწვავე შელაპარაკებაზე.
“სასტიკი დასჯა ოვალურ ოფისში” – წერს ტელეგრამით მედვედევი, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილეა. მედვედევი ზელენსკის უწოდებს “უმადურ ღორს”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას თქმით, სასწაულია, რომ ტრამპმა და -ის პრეზიდენტმა, ჯეი დეი ვენსმა თავი შეიკავეს და ზელენსკის არ დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“გახარია საქართველოსთვის” – რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესი აქტიურ და უკიდურესად საშიშ ფაზაშია გადასული – მოვუწოდებთ “ოცნებას”, გამოვიდეს დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის რეჟიმიდან, მოახდინოს მკაფიო რეაგირება