ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრა მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს

ამ წუთებში თეთრ სახლში უკრაინისა და -ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრამდე ნავარაუდევი იყო, რომ ტრამპი და ზელენსკი ხელი მოაწერდნენ შეთანხმებაზე, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნება წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.
დამსწრე რეპორტიორებისგან უკვე გამოდის ინფორმაცია მიმდინარე შეხვედრიდან. BBC-ის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკი, ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი მწვავე რეპლიკებს უცვლიან ერთმანეთს. ვანსი ზელენსკის ეუბნება, რომ ის უპატივცემულობას იჩენს. ტრამპი ამატებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება და სათანადოდ არ ავლენს მადლიერებას.
ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ მისი აზრით უკრაინის მხარესაა.