თბილისის აეროპორტი მგზავრებს დაატოვებინეს – არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა

28 თებერვალს, საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს შიდა სივრცე დაატოვებინეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ევაკუაცია გამოცხადდა.
ერთ-ერთი მგზავრი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.
ამ ეტაპზე, უცნობია ევაკუაციის მიზეზი. ამ კითხვით და კიდევ მეტი დეტალის გასაგებად რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.
სუს-ში განაცხადეს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს” ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს