“შეშფოთებით აღვნიშნავთ ოცნების აგრესიულ რიტორიკას, – გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია” – გერმანია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე “ფორმულას” კითხვას პასუხობს და “ოცნების” მთავრობას მოუწოდებს, ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელების შეწყვეტისკენ.
“გერმანიის ელჩი საქართველოში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ნებისმიერი ჩარევა დიპლომატიურ საქმიანობაში დაუშვებელია. შეშფოთებით აღვნიშნავთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ განგრძობით აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია. გერმანია და ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გერმანიის ელჩმა გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე მას ჩვეული პროპაგანდისტული მესიჯბოქსით თავს დაესხა და “რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი” უწოდა.
შეგახსენებთ, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს