თოვლში დაკარგული ადამიანები და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლები- სტიქიის ზონაში ვითარება ისევ კრიტიკულად მძიმეა

30 საათია პატარა სამებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ხანშიშესულის ოჯახი ექიმების ბრიგადას ელოდება. დიდთოვლიანობის გამო კრიტიკული მდგომარეობაა ზესტაფონში. პატარა სამებამდე მისასვლელი ყველა გზა ჩახერგილია, სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია, მანქანით იქ ასვლა შეუძლებელია. ტრაქტორი 12 საათის განმავლობაში 3-ჯერ გაუფუჭდა მერიას. სიკვდილს ებრძვის ხანში შესული ქალიც.

გარე სამყაროს არის მოწყვეტილი ვანის რაიონის სოფელი საპრასიაც. 50 ოჯახი 1 კვირა ხდება რაც წყლის, გაზის და შუქის გარეშეა დარჩენელი. სოფელში დიდთოვლის გამო გადაადგილება შეუძლებელია. არსებობს რისკი, რომ თუ დათოვლილი სახლებს დროულად არ გაწმენდნენ, თოვლის საფარს ძველი ნაგებობები უბრალოდ ვერ გაუძლებს.

რთულია ვითარება ზესტაფონშიც. პირველ სვირში ადგილობრივები ცენტში შეიკრიბნენ და იმის საჩვენებლად, რომ “ოცნების” პროპაგანდა გვატყუებს, ვიდეო გადაიღეს. ირკვევა, რომ  მე-5 დღეა შუქის გარეშე არიან დარჩენილი და გზის გაკვალვას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი