დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი, ვერტმფრენიდან განახორციელეს.
მათივე ცნობით, ვერტმფრენი საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და მოსახლეობისთვის პირველადი ნივთებისა და საკვების მიწოდებას უზრუნველყოფს.
„მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თავდაცვის ძალებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და მოსახლეობის დახმარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!