აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ეგვიპტის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ეგვიპტის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ეგვიპტის ეროვნული საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 89,6% მოიპოვა და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას მესამე, ექვსწლიანი ვადით დაიკავებს.
საარჩევნო ორგანოს წარმომადგენელმა ჰაზემ ბადავიმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობამ 66,8% შეადგინა და 39 მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი მოქმედ პრეზიდენტს დაუჭირა.
აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ეგვიპტის პრეზიდენტის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო