ნანუკა ჟორჟოლიანი უმძიმეს ამბავს ავრცელებს. გურიაში, კაცს, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება, სახლი დაეწვა.
დაზარალებული მეზობელ სოფელში, სხვების დასახმარებლად იყო წასული, როდესაც მის სახლში ხანძარი დაიწყო. დაბრუნებულს მთელი სახლი ცეცხლის ალში დახვდა გახვეული. როგორც ცნობილია, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მამაკაცის მცირეწლოვანმა შვილებმა და მეუღლემ სახლიდან გამოღწევა შეძლეს.
“ეს ამბავი გურიაში ხდება. მეზობელ სოფელში სხვების დასახმარებლად იყო გადასული და უკან დაბრუნებულს სახლი დამწვარი დახვდა.
ღია ცის ქვეშ დარჩნენ მცირეწლოვანი შვილი, მშობლები და მეუღლე.
გავხსენით სპეციალური ანგარიშები. მივმართავ კომპანიებს, მოგმართავთ ყველას ვისაც რა შეგვიძლია. ნანუკას ფონდმა ყოველდღიური საჭიროებებისთვის 5 ათასი ლარი ჩაურიცხა,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ოჯახისთვის თანხას აგროვებს და ნებისმიერი მსურველს შეუძლია ანგარიშებზე თანხა ჩარიცხოს.