დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრ კირ სტარმერსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა ცოტათი „დაძაბული“ გახდა, რადგან „ჩვენ გვინდოდა გვქონოდა ცოტა რამ, ის, რაც ევროპულ ქვეყნებს ჰქონდათ“.
„იცით, ისინი ფულს გასცემენ და იბრუნებენ ფულს. ჩვენ არ ვიღებთ ფულს უკან“, – განაცხადა ტრამპმა უკრაინის დახმარებაზე საუბრისას, რა დროსაც კირ სტარმერმა სწრაფად შეუსწორა სიტყვა ტრამპს:
„ჩვენ ყველაფერს არ ვიბრუნებთ. ვგულისხმობ, საკმაოდ ბევრი საჩუქარად გადაეცა. იყო გარკვეული სესხები, მაგრამ ძირითადად, ფაქტობრივად, ის იყო საჩუქრად გაცემული” , – უპასუხა სტარმერმა.
ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ჰგავდა მომენტს, რომელიც კვირის დასაწყისში მოხდა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სცადა შეესწორებინა ტრამპისთვის განცხადებები უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერის შესახებ.
