კაია კალასი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის განცხადებებზე – ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს- ეს არის რუსული ნარატივი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ -ის პრეზიდენტის, ს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ში შეჭრის მიზეზი ნატო-ში გაერთიანებისკენ უკრაინის სწრაფვა იყო და რომ უკრაინას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება დაივიწყოს, რუსეთის ნარატივების გამეორებაა.
„ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის რუსული ნარატივი, რომელიც არ უნდა „ვიყიდოთ“. რატომ ვართ ნატო-ში? იმიტომ, რომ რუსეთის გვეშინია. ერთადერთი, რაც ნამდვილად მუშაობს – უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც მუშაობს – არის ნატო-ს ქოლგა,” – აღნიშნა კალასმა Agence France-Presse-თან ინტერვიუში.
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომაზე საუბრისას კალასმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა არ უნდა მიიღოს ის, რაც სურს.
„ჩემი კითხვაა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მან უკვე გააკეთა – შეუტია უკრაინას, მოახდინა ტერიტორიის ანექსია, ტერიტორიის ოკუპაცია და ახლა დამატებით რაღაცის შეთავაზება? წარმოიდგინეთ, აქ, ამერიკაში, 11 სექტემბრის შემდეგ ოსამა ბინ ლადენთან რომ დამსხდარიყავით და გეთქვათ: „კარგი, კიდევ რა გინდა?“ ვგულისხმობ, რომ ეს წარმოუდგენელია“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.
„შეგიძლიათ დაივიწყოთ (ნატო-ში გაწევრიანება). ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის პირველ სხდომაზე, როდესაც ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს უკრაინა.