ზურაბ გურული: ამას ჰქვია პატივცემულებო სტრატეგიული ბუნდოვანება

ახლა ცალი თვალით შემახედა ფსბ-ს ანალიტიკურ დეპარტამენტში, მეტი არაფერი მინდა 😁
ამას ჰქვია პატივცემულებო სტრატეგიული ბუნდოვანება.
რუსები ზურგის ტვინით ხვდებიან, რომ მაგრად აცუცურაკებენ, მაგრამ კონკრეტულად რაში და როგორ, ვერ გამოთვალეს.
ევროპელები მთლად დარწმუნებულები არ არიან, მაგრამ ხვდებიან რომ გაურკვეველ სიტუაციაში ყოველთვის სჯობს კლასიკური სიდინჯის და ტაქტის შენარჩუნება; კლასი მაინც კლასია.
უკრაინელებს თომას ჯეფერსონის არ იყოს, კბილებდალესილი არმია უდგას უკან და ამიტომ მშვიდად და ღირსეულად იცავენ თავის პოზიციებს. ოღონდ ზრდილობა და უფროს-უმცროსიც არ ავიწყდებათ. ევროპელები არიან მაინც.
ამერიკელებს არაფერი უკვირთ; იცნობენ თავიანთ “ჯილას” და მშვიდად იღიმებიან.
ქართველები?… ქართველები როგორც ყოველთვის …” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ხუციშვილი – სიცრუეა რუსეთის დაზვერვის ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზადაა ახალგაზრდებს აქციებზე დგომისთვის ფული გადაუხადოს – არალეგიტიმური ხელისუფლების პროპაგანდა რუსეთისას ემთხვევა და შეთანხმებას ჰგავს

დავით მათიკაშვილი – ვისაც ჩვენ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა – არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდინებული თანხები ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ხმარდებოდა!