ასეთი დამთხვევა „ქართული ოცნების“ გუნდის და ტრამპის ადმინისტრაციის მსოფლმხედველობას შორის, უიშვიათესია

დაფინანსების ლომის წილი უცხოეთიდან მოდიოდა და ეს სურათს ძალიან შეეტყობა. ასეთი დამთხვევა „ქართული ოცნების“ გუნდის და ტრამპის ადმინისტრაციის მსოფლმხედველობას შორის, უიშვიათესია. ფაქტობრივად ერთი ნარატივი და ერთი სალაპარაკო გვქონდა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ უცხოურ დაფინანსებებზე საუბრისას.
„გამორიცხულია, რომ ამერიკიდან რაღაც თანხა წამოვიდეს ჩვენს საწინააღმდეგოდ. არსებობს ევროპული ფონდები, მაგრამ ის შედეგი არ ექნებათ. ამერიკიდან მხარდაჭერის გარეშე ევროპული ფონდები და ე.წ. მხარდამჭერები მილევად რეჟიმში არიან“.
გიორგი გამსახურდიამ ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ოპოზიციის წარმომადგენლების დასწრებაზეც და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით მათ თავი შეირცხვინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად