ჟურნალისტმა საკვების მიღებაზე უარი თქვა – კლინიკიდან გაწერეს, თუმცა, კლინიკიდან არ გადაჰყავთ

ჟურნალისტმა საკვების მიღებაზე უარი თქვა – კლინიკიდან გაწერეს, თუმცა, კლინიკიდან არ გადაჰყავთ
მზია ამაღლობელი პენიტენციურის გადაწყვეტილებას აპროტესტებს- ჟურნალისტმა საკვების მიღებაზე უარი თქვა.
მზია ამაღლობელის ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმის, რომ “ვივამედმა“ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკიდან გაწერა, პენიტენციურმა სამსახურმა, მეორე დღეა, მისი გადაყვანა არ განახორციელა.
მისივე თქმით, არც ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა მიზეზით არ აბრუნებენ სინდისის პატიმარს ციხეში.
“პენიტენციური სამსახური არ გვაწვდის ინფორმაციას, დღესაც არ მოგვაწოდა, რა მიზეზით არ მოხდა გადაყვანა. ბოლო ინფორმაცია იყო, გვითხრეს, რომ 6 საათისთვის გადაიყვანდნენ, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. გადაიყვანეს თუ არა, გავიგებთ ხვალ. მან პროტესტის ნიშნად დღეს საჭმელი აღარ ჭამა, იქედან გამომდინარე, რომ მზია პირველივე დღეებიდან ითხოვს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, გუშინ ექიმებმაც მისცეს ამის უფლება, თუმცა პენიტენციურმა საავადმყოფოდან მეხუთე დაწესებულებაში დაბრუნების საშუალება არ მისცა. ეს იყო პროტესტის ფორმა“, – თქვა ჯუბა ქათამაძემ.
მზია ამაღლობელი ამ დრომდე ისევ კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობის შესახებ “ვივამედის“ კლინიკური დირექტორი პასუხისმგებლობას იხსნის. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პატიმარი ჟურნალისტი მისი პაციენტი აღარ არის.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და კლინიკის პაციენტთა რიგებიდან გაეწერა გუშინ. მე სხვა ვერანაირ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მე მხოლოდ ვიცი, კლინიკაში მყოფი პაციენტების შესახებ. პაციენტი იყო 26 რიცხვის 13:00 საათამდე, შემდეგ კი გაეწერა“, – ამბობს ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო