მოსკოვის ცენტრში თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე პოლიციის პოლკოვნიკმა

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, 27 თებერვლის დილით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის შენობაში პოლიციის პოლკოვნიკის, ევგენი გოლოვატოვის გვამი აღმოაჩინეს.
პოლიციელს სხეულზე აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. გაზეთ “კომერსანტის” და გამოცემა “ბაზის” ცნობით, 51 წლის პოლკოვნიკი დეპარტამენტში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. აღნიშნული ქვედანაყოფი მსხვილ სამრეწველო საწარმოებში მომხდარ დანაშაულებს იძიებს, პასუხისმგებელია სამართალდარღვევებზე წარმოებისა და სამომხმარებლო ბაზრის სფეროებში.

“კომერსანტის” თანახმად, წინასწარი ვერსიით, გოლოვატოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. მისი სხეულის გვერდით ნაპოვნია პისტოლეტი. მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი