საკანონმდებლო ცვლილებებით, პარლამენტში, მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებში „გენდერული თანასწორობის საბჭოები“ აღარ იარსებებს

საქართველოს პარლამენტში, ასევე, მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოები აღარ იარსებებს. მათ გაუქმებას “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.
კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი “გენდერი“ და “გენდერული იდენტობა“ ამოდის. “გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება შეეცვლება და მას “ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა.
საკანონმდებლო პაკეტზე, 28 თებერვალს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმსჯელებს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი “გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით – “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვლება სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.
“საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის – “გენდერის“ დანერგვა.
აღნიშნული მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა.
გლობალური ტენდენციების მასშტაბის საილუსტრაციოდ გამოდგება მაგალითი, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომლებისთვის მიცემული სახელმძღვანელო წესების ერთ-ერთ ბოლოდროინდელ დოკუმენტში უთითებდა, რომ მორიდებოდნენ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: “ბიჭებო“, “ქალბატონებო და ბატონებო“, “დედა/მამა“, “ვაჟი/ქალიშვილი“, “ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად უნდა გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: “ყველა“, “ხალხო“, “თქვენ ყველა“, “მშობელი“, “შვილი“, “მეუღლე“, “პარტნიორი“.
აღნიშნული უარყოფითი პროცესები საზღვარგარეთ დღესაც არ კარგავს აქტუალობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად ს არჩევის შემდეგ, სულ უფრო მეტად გააქტიურდა საუბარი აღნიშნული ხელოვნური პროცესის არაკეთილსინდისიერი მოტივებისა და მართულობის შესახებ. ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა“, – წერს “ქართული ოცნება“ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, , ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, , ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, .

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ