გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

28 თებერვალსა და 1-ელ მარტს, გუდაურში, მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით შეჯიბრებაზე დავით თედიაშვილი გამოვა. ღონისძიებას საერთაშორისო მედია გააშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.
მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდება. გასულ წელს, ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მხრიდან შეჯიბრება მაღალ დონეზე შეფასდა. შედეგად, ბაკურიანი და გუდაური FIS – ის ეგიდით დაგეგმილი შეჯიბრებების მუდმივ კალენდარში გაითვალისწინა, რაც საქართველოს, როგორც სამთო ტურიზმის მიმართულების დიდი აღიარებაა.
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.
8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს