საქართველოს ტურიზმის სამიტზე გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა სექტორული მიმოხილვები წარადგინეს

21-22 თებერვალს ბათუმში საქართველოს ტურიზმის სამიტი, ტურისტერი გაიმართა. ღონისძიება ტურიზმის მედეგობის საკითხებს დაეთმო და თავი მოუყარა ათობით სპიკერს როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საინვესტიციო ბანკის, ს გუნდის წევრებმა, რომლებმაც ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულ პირებს, მათ შორის მაღალი რგოლის მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებს, გაუზიარეს მნიშვნელოვანი მიგნებები ტურიზმის სექტორის 2024 წლის დინამიკასა და 2025 წლის მოლოდინებზე.
ტურისტერზე 2024-2025 წლების ტურიზმის მიმოხილვა კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, თათია მამრიკიშვილმა წარადგინა,ხოლო გალტ & თაგარტის ასოცირებულმა მკლევარმა, ზურაბ თავყელიშვილმა ს სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების ინდუსტრია მიმოიხილა.
ტურისტერი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ტურიზმის გლობალური ტრენდებისა და ადგილობრივი პროცესების გააზრებას ემსახურება. იგი აერთიანებს პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებსა და გამოსვლებს ტურიზმის სხვადასხვა ასპექტის შესახებ.
საქართველოს ტურიზმის სამიტში მონაწილეობა მიიღეს გლობალური პლატფორმების Booking.com-ის, AirDNA-ს და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამასთან, ღონისძიებაზე საქართველოს შიდა ტურიზმის ტრენდები და Ads მენეჯერის შესაძლებლობები მიმოიხილა ს ციფრული პროდუქტების Owner-მა, თორნიკე სამადაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გალტ & თაგარტის კვლევის „ტურიზმის 2024 წლის დინამიკა და 2025 წლის მოლოდინები“ სრული ვერსია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე galtandtaggart.ge
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ