ირაკლი კობახიძე – იმერეთში შტაბი მობილიზებულია – ხუთი მუნიციპალიტეტი არის, სადაც შედარებით რთული ვითარებაა, რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია

რთული მდგომარეობა არის ჯერ კიდევ ბევრ ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ყოველსაათობრივად ვითარება უმჯობესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ იმერეთში არსებულ დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, ორ-სამ დღეში პრობლემის დარეგულირება შესაძლებელი გახდება.
„მოვისმინეთ ინფორმაცია იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შტაბი არის მობილიზებული. ხუთი მუნიციპალიტეტი არის, სადაც შედარებით რთული ვითარებაა. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ზოგადად, სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა, მაქსიმალურად სხვადასხვა ფორმით ცდილობს სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური.
ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრი აბონენტისთვის არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.
რთული მდგომარეობა არის ჯერ კიდევ ბევრ ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ყოველსაათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, რომ სრულად მობილიზებული იყოს შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობთ, რომ ორ-სამ დღეში, უკვე არსებითად, პრობლემის დარეგულირება გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა – დაზარალებულია 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება 11 მლნ ლარს აღწევს

ახლობლების ინფორმაციით, 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება