ევროკავშირმა გადაწყვიტა, ქართველ პოლიტიკოსებთან მუშაობაში დაპირებიდან ზეწოლაზე გადავიდეს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა.
„მსოფლიოში მიმდინარე „ეროვნულ-კონსერვატიული შემობრუნების“ გათვალისწინებით, ევროკავშირმა გადაწყვიტა, ქართველ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებასთან მუშაობაში ლიბერალური დაპირებებიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე გადავიდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
