Poitico ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ავსტრიის კონსერვატიული სახალხო პარტია (ÖVP), მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები (SPÖ) და ლიბერალური ნეოსი ხუთთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.
ეს ნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენე პარტია FPÖ, რომელმაც სექტემბერში ავსტრიის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, მთავრობაში ვერ მოხვდება.
როგორც Politico წერს, შეთანხმებას ლიბერალური პარტიის, ნეოსის წევრების დამტკიცება და ხელმოწერა ჯერ კიდევ სჭირდება. მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგება, ქრისტიან შტოკერი კონსერვატიული სახალხო პარტიიდან კანცლერი გახდება, ხოლო ანდრეას ბაბლერი, რომელიც სოციალ-დემოკრატებს წარმოადგენს, ვიცე-კანცლერი. მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ვერ შექმნა კოალიცია კონსერვატორებთან პოლიტიკის უთანხმოების გამო.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა მთავარ პარტიებს მოუწოდა ერთად იმუშაონ, რადგან ავსტრიის ეკონომიკა მზარდი პრობლემების წინაშე დგას.
