“გამოძიება სჭირდება ამ ყველაფერს” –

ირაკლი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ არსებობს კითხვები მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან:
“კითხვები ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა. არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა მაგალითად იგივე წყლის ჭავლის, გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა ბევრად უფრო რბილი ფორმით რეაგირება იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მაშინ პარლამენტის შენობის მიმართ. საინტერესოა ეს ყველაფერი და ამას სჭირდება გამოძიება. უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის. ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს”.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას