სემეკის გადაწყვეტილებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-ზე შენარჩუნდა, ხოლო დადგმული სიმძლავრით ათვისების კოეფიციენტი 20%-მდე გაიზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-ზე შენარჩუნდა, ხოლო დადგმული სიმძლავრით ათვისების კოეფიციენტი 20%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე განიხილა საკითხი, რომელიც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელისთვის, ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის 100 კვტ-მდე შემცირებას შეეხებოდა.
საკითხის დეტალურად შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გამანაწილებელ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-ზე შენარჩუნდა. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიკროელექტროსადგურების დატვირთვის დადგენილი ზღვარი 20%-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებაზე, დადგმულ სიმძლავრეზე შეზღუდვა არ ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი მოინდომებენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვებასა და შესაბამისად მასთან დაკავშირებული დარიცხვის სისტემით (ე.წ. „Net Metering“-ით) სარგებლობას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით