რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რაც პირდაპირ ნიშნავდა ესკალაციას და საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ეს იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი

რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, რაც პირდაპირ ნიშნავდა ესკალაციას და საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ეს იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი
არქივი არ იშლება და ეს არქივი მეტყველებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა როგორც სანქციებთან მიერთებას, ისე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ეს პირდაპირ ნიშნავდა ესკალაციას, საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე პოზიციის ცვლილებას შეეხებოდა.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მთავრობის მეთაური ფაქტს, რომ ოპოზიცია უარყოფს, თითქოს არ სთხოვდნენ არც ისინი და არც ელჩები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, 25 თებერვლიდან დაიწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციები თბილისში და ჰქონდათ, სწორედ, ორი მოთხოვნა : ერთი იყო სანქციებთან მიერთება, მეორე კი – უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით.
„თქვენ გახსოვთ, 25 თებერვლიდან დაიწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული აქციები თბილისში და ჰქონდათ, ძირითადად, ორი მოთხოვნა : ერთი იყო სანქციებთან მიერთება და მეორე – უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით. შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ორი საბაბით გაიწვია ელჩი საქართველოდან და ამაზეც გახსოვთ რადიკალური ოპოზიციისა და მათი პატრონების რეაქცია. ისინი ამტყუნებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და არა უკრაინის ხელისუფლებას.
არც ერთი მათგანი არ გამოსულა მაშინ და არ უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უსამართლო და მოთხოვნა სანქციებთან მიმართებაში, ისევე როგორც მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი. მაშინ ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და აკრიტიკებდნენ კიდეც საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე. ყველაფერი დევს ხელის გულზე, არქივი არ იშლება და ეს არქივი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას. უფრო მეტიც, ამბობდნენ, რომ რცხვენოდათ ქართველობის იმის გამო, რომ ჩვენ არ მივუერთდით სანქციებს და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ. ეს ნიშნავდა პირდაპირ ესკალაციას, საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, ამ მოთხოვნებს უერთდებოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონების დაკვეთით,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება