რუსებმა უკრაინას 166 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 11 ოლქში 90 დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა, 27 თებერვლის ღამეს, ს „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 166 დრონით შეუტიეს, მათგან 162-მა სამიზნეს ვერ მიაღწია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 90 დრონი ჩამოაგდეს, 72 კი – ლოკაციურად დაიკარგა.
უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები ს ფედერაციის ორიოლის, ბრიანსკის, მილეროვოს, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკი ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ს, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.
მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები.