რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმერეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 103 სოფელი

იმერეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 103 სოფელი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხარაგაულის მაღალმთიან ზონაში, სადაც თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა.
მათივე ცნობით, 12-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები – წუხელ მთელი ღამის განმავლობაში 75 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან კი პროცესში 158 ერთეული ტექნიკა ჩაერთო.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, წუხელ გვიან ღამით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ტექნიკაც.
სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლასა და ბაღებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი