ბექა ახალაია: საქართველოს გასაბჭოებისას, რომელიღაც წვრილფეხა “სირგოორჯონიკიძემ”, ერთ სოფელში, ეკლესიიდან ჯვარი რო ჩამოაგდო და ნიშნისმოგებით ჩამოსძახა ხალხს…

“აი, საქართველოს გასაბჭოებისას, რომელიღაც წვრილფეხა “სირგოორჯონიკიძემ”, ერთ სოფელში, ეკლესიიდან ჯვარი რო ჩამოაგდო და ნიშნისმოგებით ჩამოსძახა ხალხს: აჰა, ჯვარი ჩამოვაგდე, რას მიზამს, აბა, თქვენი ღმერთიო, და ვიღაცამ რო ასძახა: მეტი რაღა უნდა გიქნას, ჯვარი ჩამოგაგდებინაო…
სწორედ ასე სჭირთ ამ ბიძინოიდ ნეობოლშევიკებს: საკუთარი ქვეყნის ორასწლოვან მტერს (რომელმაც მიწაში ჩაგიწვინა საუკეთესო ხალხი) რო გულშემატკივრობ ომში სხვა ქვეყანასთან (რომელსაც, შენი ქვეყნისა არ იყოს, უსინდისოდ დაესხა თავს), მეტი რაღა უნდა გიყოს ღმერთმა, მეტი როგორ გითხრას, რო ცხოველისაგან არაფრით განირჩევი, რო შენ დაკარგული გაქვს ის ადამიანური პრეფერენციები, რაც, ცხოველებთან შედარებით, დაგანთლა და ახლა მხოლოდ ანთროპომორფული პრიმატი ხარ…” – წერს სოციალურ ქსელში პოეტი და მწერალი ბექა ახალაია.