გზები არის არსებითად გაწმენდილი – ირაკლი კობახიძე

დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას, ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არის არსებითად გაწმენდილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ყველა სამსახურის, რომლებმაც ოპერატიულად იზრუნეს პრობლემის აღმოფხვრაზე.
„ძირითადად გურიაზე ვართ კონცენტრირებული გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეგიონშია, თუმცა ჩვენ გავეცანით დღეს აჭარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები არის არსებითად გაწმენდილი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, არის ლოკალური შემთხვევები, თუმცა როგორც გვითხრეს, მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან იქნება უკვე ელექტროენერგია ჩართული. ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები და მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ყველა სამსახურის იმისათვის, რომ ოპერატიულად იზრუნეს პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა მ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.